შეფასება სწავლისა და სწავლების პროცესის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. შეფასების სქემის ერთი უნიფიცირებული ფორმა. საგანმანათლებლო სისტემებმა და საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, შინაარსობრივად, სტრქტურულად და შეფასების თვალსაზრისით, შეიძლება სრულიად განსხვავებული შეფასების სქემების მრავალფეროვნების მიუხედავად, მოთხოვნები მათ მიმართ ერთნაირია:ესენია
· შეფასების სქემა უნდა იყოს სანდო (ორი გამსწორებლის მიერ ერთი და იმავე მოვლენის შეფასებისას შედეგები არ არის განსხვავებული)
· შეფასების სქემა უნდა იყოს ვალიდური, ანუ მიზანთან შესაბამისი
· შეფასების სქემა უნდა იყოს გამჭირვალე.
(მოსწავლეები წინასწარ უნდა იცნობდნენ იმ შეფასების სქემას, რომლითაც მათი ცოდნა ფასდება, უნდა იცოდნენ, თუ რას, რა კრიტერიუმებით და როგორ აფასებს კონკრეტული შეფასების სქემას)
სწავლების პროცესში მასწავლებელმა უნდა შეძლოს:
1) გამოიყენოს არსებული „მზა“ შეფასების სქემა
2) შეძლოს „მზა“ შეფასების სქემის ადაპტაცია
3) შეადგინოს შეფასების სქემა
ახალი შეფასების სქემის შედგენისას გავითვალისწინეთ შემდეგი:
1. განვსაზღვრეთ შეფასების სქემის მიზანი და მისი ფორმატი. დავადგინეთ მისი ძირითადი კრიტერიუმები
2. დავადგინეთ მაქსიმალური ქულის ანუ ყველაზე მაღალი დონის მაჩვენებლის მახასიათებლები
3. დავადგინეთ მინიმალური ქულის ანუ ყველაზე დაბალი დონის მაჩვენებლის მახასიათებლები
4. განვსაზღვრეთ შუალედური დონეების რაოდენობა და მახასიათებლები
5. დონეების მახასიათებლები არის კონკრეტული და დაზუსტებული
6. უმჯობესია შეფასების სქემის შედგენის პროცესში ჩავრთოთ მოსწავლეები. ამით მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, უფრო კარგად გარკვნენ იმაში, თუ რას ითხოვენ მათგან და როგორ აფასებენ მათ ცოდნას.
ჩვენს მიერ შექმნილი შეფასების სქემა ანალიტიკურია, რადგან შეფასების სქემა 4 კრიტერიუმად დავყავით. ანლიტიკური სქემის უპირატესობა არის ის, რომ მის გამოყენების შემთხვევაში მასწავლებსაც და მოსწავლესაც ეძლევა კონკრეტული ინფრმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რაში აქვს მოსწავლეს პრობლემები და რაზე უნდა იმუშაოს მეტი.
განვიხილოთ ერთი კონკრეტული შემჯამებელი,ჯგუპური გაკვეტილის შეპასების რუბრიკა.გაკვეთილის გეგმა(იხ.დანართი1)
რუბრიკაში გამოკენებული 4 კრიტერიუმიდან 2 კრიტერიუმი დაუთმე ჯგუფურ მუშაობას,2 კი შემაჯამებელ მუშაობის შეპასეფას.
რაც შეეხება შემაჯამებელ სამუშაოს შეფასების კრიტერიუმად გამოვიყენე შედაგები მათ.x.6,მათ.x.8 და დავაკონკრეტე შესაბამისი ინდიკატორები(იხ.დანართი 2)
იმისათვის, რომ მოსწავლის პასუხის ხარისხიანობა შემოწმდეს ორგანიზებულად, მოვიფიქრეთ შეფასების ახალი რუბრიკა, სადაც ჯგუფების (მოსწავლეების) მიერ კონკრეტული დავალების შესრულების უნარ-ჩვევა შეფასდა განმსაზღვრელი ან განმავითარებელი შეფასებით.
ჩემი აზრით ამ რუბრიკის გამოყენებით მასწავლებელი ოპერატიულად ახერხებს გაკვეთილის პროცესში შეაფასოს როგორც ჯგუფის ასევე თითოეული მოსწავლის სწავლის ხარისხი. გაკვეთილის ბოლოს შეფასებისთვის განკუთვნილ დროში წარუდგენ მოსწავლეებს სქემას სადაც მოსწავლეები (ჯგუფები) შეფასებული იქნა ქულებით და სიტყვიერი კომენტარით. ადვილი იყო მოსწავლეთა სწავლისა და სწავლების ხარისხის დადგენა, გამოვლინდა მათი სუსტი და ძლერი მხარეები, გამოიკვეთა ხარვეზები,რაზეც უნდა გაამახვილონ ყურადგება.
გაკვეთილში ჩართული ჯგუფის არცერთი წევრი არ რჩება ყურადღების მიღმა. მიგვაჩნია რომ ბავშვის თვალთახედვით ახალი რუბრიკა უფრო საინტერესოა, მისთვის ადვილად მისაღებია, ობიექტური გრძნობს რომ მთელი ამ პროცესის თანამონაწილეა.შეფასების სქემა აქტივობების მიხედვით (იხ.დანართი 3)
No comments:
Post a Comment